პროტესტის 71-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

06.02.25 21:42
პროტესტის 71-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროტესტის 71-ე დღე - პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა გამზირი გადაკეტეს.

მოქალაქეებს პოლიციის კორდონი ამის საშუალებას არ აძლევდა, რასაც შეკრებილების მხრიდან შეძახილები: მონებო, მონებო!” მოჰყვა. საბოლოოდ, მოქალაქეებმა მაინც გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. მათი მოთხოვნები უცვლელია: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.