როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 თებერვალს
7 თებერვალს, საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლი.
დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის პირველ ნახევრამდე ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +5, +10°; მთაში დღისით +4, +9°; მაღალმთაში დღისით -1, +4°.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევრამდე ზოგიერთ რაიონში ნალექი იქნება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +6, +11°; მთაში დღისით +2, +7°; მაღალმთაში დღისით -1, +4°, ზოგან -7°-მდე.