საქალაქოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება - დავა დასკვნით ფაზაში გადადის

07.02.25 11:39
საქალაქოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება - დავა დასკვნით ფაზაში გადადის

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს - დღეს მოსამართლე ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. ექვსი პიჯაკის და ერთი ქაშმირის პალტოს  გამო დაწყებული დავა დასკვნით ფაზაში გადადის.

დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა უნდა თქვან. პროცეს ვერ ესწრება ექსპრეზიდენტი, რადგან ის ამ დრომდე კლინიკა "ვივამედში" გადის მკურნალობას.

დასკვნით სიტყვაში აბსოლუტურად აღწერილია ფაქტობრივი გარემოებები. რად უნდა ლაპარაკი, რომ აქ აბსოლუტურად არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი. რა თქმა უნდა, ჩვენ სახეზე გვაქვს პოლიტიკური დევნის მაგალითი. ამაში ეჭვი მე მგონი არავის არ აქვს", - ამბობს ადვოკატი.