"ცირკი და აბსურდული ბრალი" - საქალაქოში ანტონ ჩეჩინის საქმის განხილვა მიმდინარეობს

07.02.25 11:51
"ცირკი და აბსურდული ბრალი" - საქალაქოში ანტონ ჩეჩინის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს. რუსეთის მოქალაქე მამაკაცს, რომელიც თბილისში ანტირუსულ დემონსტრაციებს ესწრებოდა, რეჟიმი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის გამო ასამართლებს. დღეს საქმის არსებითი განხილვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა და დაცვის მხარე სასამართლოს სიტყვით მიმართავენ.

ჩეჩინი ამტკიცებს, რომ ბრალი გამოგონილია, საქმე კი - ტყუილი. დაკავებულის მეუღლე პირდაპირ ამბობს, რომ ჩეჩინს სამართლიანობისთვის ბრძოლის გამო სჯიან. 

გადაუდებენ სასამართლოს, როგორც სხვბს გადაუდეს ან თუ ჩატარდა სასამართლო, იქნება დიდი ცირკი და მიხარია, რომ შიგნით არ მიშვებენ, რადგან მშვიდად ვერ გადავიტანდი ამ ყველაფერს. სრული აბსურდია რასაც ედავებიან. უნდოდა ევროპული ცხოვრება ჯერ რუსეთში და შემდეგ საქართველოში და უბრალოდ, ვეღარ იტანდა, რომ აქაც იგივე მეორდებოდა, რაც იქ და ვინაიდან საქართველო ძალიან შეუყვარდა და მის ბუნებაშიც ის არის, რომ სამართლიანობისთვის იბრძოლოს, აქციებზეც დადიოდა და ამის გამო ისჯება ახლა, - ამბობს ჩეჩინის მეუღლე. 

ადვოკატები ამბობენ, რომ რეალურად, ანტონ ჩეჩინს დიქტატურის გაპროტესტება არ აპატიეს და სხვა სინდისის პატიმრების მსგავსად, ციხეში სწორედ ამიტომ გამოკეტეს. მისივე თქმით, "ნეიტრალური მოწმე", რომელიც არის თარჯიმანი, რეალურად, ნეიტრალური არ არის. 

ანტონი არ აღიარებს წაყენებულ ბრალს. უკრავშირებს მის პოლიტიკურ აქტიურობას, პოლიტიკურ საქმიანობას როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. გაომდინარე აქედან, მიაჩნია, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს. ნეიტრალური მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი საქმეში. ვგულისხმობ, პირველ რიგში, ვიდეო ჩანაწერს. ნეიტრალურ მოწმეასთან მიმართებაში ბრალების მხარე განმარტავს, რომ პირად ჩხრეკაში მონაწილე თარჯიმანი არის ნეიტრალური პირიო, რაც კაზუისტიკურად საკმაოდ დიდი კოლიზიაა გამომდინარე იქიდან, რომ თარჯიმანი ასრულებს თარჯიმნის მოვალეობას და დაუშვებელია, რომ მან შეითავსოს მოწმის უფლება-მოვალეობები. თარჯიმნის გამოკითხვის ოქმი, რაც არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში,ამ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია ქოფი-ფეისთით არის გადმოტანილი სხვა გამომძიებლის გამოკითხვის ოქმიდან, - ამბობს ადვოკატი. 
 

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა-ქვეპუნქტის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

26 წლის ახალგაზრდა საქართველოში რუსეთიდან მასე შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში რუსული რეჟიმის შევიდა და ომი წამოიწყო. ჩეჩინის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ის ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩეჩინი უკვე საქართველოში გამართულ აქციებში მონაწილეობდა.