ჯარიმა თუ ადმინისტრაციული პატიმრობა - საქალაქოში ბუკა პეტრიაშვილის პროცესი იმართება
ჯარიმა თუ ადმინისტრაციული პატიმრობა - ბუკა პეტრიაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პროცესი მიდის. ქართველ დიპლომატს ანტირუსულ აქციებზე გზის გადაკეტვას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ აქვთ კადრები, სადაც ჩანს, რომ პეტრიაშვილმა გზა ხელოვნურად გადაკეტა, რასაც თავად დიპლომატი აბსურდად აფასებს.
საქმეს სანქცირებული ზვიად ცეკვავა განიხილავს. ამ წუთებში პროცესზე ჩვენებას მოწმე პოლიციელი აძლევს, რომელიც ამტკიცებს, რომ პეტრიაშილმა 17 იანვარს გზა ხელოვნურად გადაკეტა.
საქმის მასალებში ბრალდების მხარემ სამი ვიდეოჩანაწერი ჩადო, აქედან 2 -ში ალექსი პეტრიაშვილი საერთოდ არ ჩანს. რაც შეეხება მესამე ჩანაწერს, იქ ალექსი პეტრიაშვილი უკვე გადაკეტილ რუსთაველზე დგას, თუმცა რამდენიმე წამიან ჩანაწერში არ ჩანს, როდის გადავიდა ის გზის სავალ ნაწილზე ან ტავად მან თუ გადადგა პირველი ნაბიჯი გამზირის გადასაკეტად.
თავად დიპლომატი თვლის, რომ სხვა ბრალდებულების მსგავსად, ისიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.
17 იანვრის ეპიზოდზეა საუბარი. ქუჩა იყო გადაკეტილი, როდესაც მე გადავედი რუსთაველზე. ჩემთან არავინ მოსულა და არავითარი გაფრთხილება არ მოუცია, რომ გადავსულიყავი. იყო ბევრი ხალხი. მათი პრეტენზია არის სრულიად უსაფუძლო, თუმცა რა რეჟიმის პირობებშიც ვართ, ყველაფერი არის მოსალოდნელი, - ამბობს პეტრიაშვილი.
სგავს ბრალდებებს შეშინების მცდელობად აფასებს ჟურნალისტი ეკა მიშველაძეც.
ეს არის ერთგვარი წნეხის მცდელობა, ერთვარი შეშინების მცდელობა, ზოგადად, რომ მასობრივად ადამიანებს გაუჩინონ შიში, მაგრამ ცხადია, ეს ყველაფერი არის ძალიან კომუკური, სასაცილოდ არ გვყოფნის და რა თქმა უნდა, არ შეწყდება ბრძოლა, ისევ გავალთ რუსთაველზე, ისევ ეთერებიდან ვეტყვით სიმართლეს, - ამბობს ეკა მიშველაძე.
"ოცნების" ისედაც რეპრესიული და კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული კანონების ფონზე პროცესების დაწყებასს სხვა პოლიტიკოსები და აქტივისტებიც ელოდებიან. დღესვე მოსამართლის წინაშე ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე წარდგება, რომელსაც დიღმის გასასვლელში გზის გადაკეტვას ედავებიან.
ქადაგიძეც თვლის, რომ "ოცნება" ახლა მოქალაქეების დაშინებას ფუჭად ცდილობს.
მედავებიან წვრილმან ხულიგნობას, წინააღმდეგობის გაწევას, არდამორჩილებას, თუმცა ვიდეოში ჩანს, რომ არც გზის სავალ ნაწილზე ვიყავი, არც კანონს ვარღვევდი და მითუმეტეს, არ ვხულიგნობდი. მაგრამ ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი. ჩემთან ერთად, მაგალითად, დაკავებული იყო ბაღის მასწავლებელი, სკოლიდა წყებითი კლასების მასწავლებელი, აიტი სპეციალისტი და ა.შ. ამ ქვეყნის საუკეთესო შვილები. კლასირუ ავტორიტარიზმს თუ გადავხედავთ, რა ხდება 2000-იანი წლების დასაწყიში რუსეთში, ბელარუსში, არის კლასიკა, ზუსტად ერთი-ერთში იმერეობენ, - ამბობს ქადაგიძე.
დღეს 15:00 საათზე გაიმართება მათე დევიძის პროცესიც. მას პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. როგორც ადვოკატი, ისე დევიძე ამბობს, რომ ყველა ბრალდება გამოგონილია და ისიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.