“სოლიდარობა სინდისის პატიმრებს“ - ევროპის მცველები საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან
პროტესტის 72-ე დღე - სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ევროპის მცველები მარშისთვის ემზადებიან.
უკანონოდ დაკავებული 50 მომიტინგის გათავისუფლების მოთხოვნით, მარში საღამოს 19:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან დაიწყება.
“სოლიდარობა სინდისის პატიმრებს“ - ამ ლოზუნგით უკვე სამი კვირაა, ყოველ პარასკევს საპროტესტო მსვლელობა ეწყობა.
ქუჩაში გამოდიან ევროპული მომავლის მცველების დედები, მამები მეგობრები და მათი უცნობი მხარდამჭერებიც. ისინი გაჩერებას არა აპირებენ, ვიდრე სინდისის ყველა პატიმარი საპყრობილეს არ დატოვებს.
ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლები დააპატიმრეს, უკანონო ტყვეობაში იმოფებიან და იმის გამო, რომ გარკვეული დისბალანსი არსებობს, რაღაც ნაწილი ვართ თავისუფლები და ვახერხებთ რუსთაველზე გასვლა, რაღაც ნაწილი კი ტყვეობაშია, და მათ ხმაც ჩაუხშეს პროტესტის, ვალდებულები ვართ მათი ხმა გამოვიტანოთ და მოვდოთ მთელს ქალას და ქვეყანას. სწორედ ამისთვის იმართება, ამისთვის იმარტება ეს მარში ყოველ პარაკსევს და იქამდე, ვიდრე ეს ხალხი იქნება უკანონო ტყვეობაში, ჩვენ ვივლით და ჩვენი ხმა ქიენბა ძლიერი, გამაყრუებელი და საბოლოოდ დაანგრევს ამ მახინჯი ციხის კედლებს“, - განაცხადა რეჟისრომა, გიორგი თავართქილაძემ.
რადგან ჩვენს ე.წ. ხელოსიფლებას არ ესმის ჩევნი ხმა, ჩვენ გვაქვს არჩეული ეს გზა, ყოველდღე, ჯიუტად გავაგონოთ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც აგრეთვე ე.წ. ხელისუფლების მსგასად, ირჩევენ პოზიციას, ვითომ არაფერი ხდება გარეთ, თუმცა სინადვილეში ძალიან ბევრი სინდისის პატიმარი გვყავს, ეს ადამიანები უნდა გამოვიდნენ გარეთ და აუცილებლად უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები“, - განაცხადა მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ.
საპროტესტო მარშის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან და დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.