პროტესტი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში - საწარმოს 300-მდე თანამშრომელი ხელფასების მატებას ითხოვს
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პროტესტია- მეტალურგიული ქარხნის 300-მდე თანამშრომელი ხელფასების მატებას ითხოვს.
საწარმოში სამუშაო პროცესიი შეჩერებულია, მძიმე პირობებში მომუშავე ადამიანები კი ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე დგანან.
მათი განცხადებით, ქარხანაში თანამშრომლების 10%-ის შემცირების შემდეგ, სხვა თანამშრომლებზე დატვირთვა გაიზარდა და ახლა მათ ორმაგი საქმის კეთება უწევს. ამასთან ქარხანაში გაუქმებულია პრემიების სისტემაც.
მოთხოვნებს შორის არის შრომის ადამიანური პირობების შექმნა და ჯანმრთლობის დაზღვევაც.
თანამშრომლების მოთხოვნაა ხელფასების ზრდა, გაუქმებული შტატების აღადგენა. მოლაპარაკებაზეც არარ მოდიან, პირიქით, მათგან წამოვიდა საუბარი, რომ ჩვენ თუ სამუშაო პროცესს არ დავუბრუნდებით, თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენებთ იურიდიულ ფორმას და სასამართლოს მივმართავთ“, - განაცხადა საწარმოს თანამშრომელმა.
“დღე და ღამე ფოლადთან ვმუშაობთ, როდის რა გადმოგესხმება, არავინ იცის, ჯანმრთელობის დაზღვევაც ფორმალურად გვაქვს“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
რომ ძვირდება ყველაფერი, ჩვენც ხომ გვინდა რამე. ხო ჩვენით შოულობენ ფულს და რატომ არ უნდა გვქონდეს ის მინუმუმი, ბანკის ფული რომ გადავიხადოთ და პურის ფულიც რომ დაგვრჩეს. გამოვდივართ და აქეთ გვაშინებენ, ცინ იყო ინიციატორი და ა.შ., ინიციატორი ვართ სუყველა“, - ამბობს აქციის მონაწილე.
საწარმოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათან კავშირზე ქარხნის დირექტორი და მოადგილე არ გადიან და მხოლოდ დაცვის უფროსი ეკონტაქტებათ.
ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მუშობის გაგრძელებას არ აპირებენ.