საქალაქოში 21 წლის მათე დევიძის პროცესი იწყება - სხდომაზე ჩვენებას პოლიციელი მისცემს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის სინდისის პატიმრის, მათე დევიძის საქმის განხილვა იწყება. ანტირუსული აქციების მონაწილეს რეჟიმი სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავება, დღევანდელ პროცესზე კი სწორედ ის ერთ-ერთი სამართალდამცველი უნდა გამოიკითხოს, ვინც ამტკიცებს, რომ მელიქიშვილზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნის სპეცოპერაციისს დროს მათე დევიძის თავდაცვის გამო, ტკივილი მიადგა.
სხდომათა დარბაზში სინდისის პატიმრის მხარდამჭერებით არის სავსე. დევიძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბრალდება აბსურდულია და 21 წლის ბიჭი სამ პოლიციელს ფიზიკურად ვერ გაუსწორდებოდა.
თავს იცავდა, ეგ თავისტავად ცხადია. რომ დაინახა, რომ სხვებს დაესხნენ თავს, მივიდა ალბათ მისაშველებლად და ბოლოს ეს ბავშვი შერჩათ ხელში. სამი პოლიციელი როგორ უნდა სცემოს ამ პატარა ბიჭმა. მაშინ, თუ მართლა სამი პოლიციელი სცემა, ყოჩაღ მათეს, - ამბობს დევიძის ოჯახის წევრი.