ირმა გორდელაძის ინფორმაციით, ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ადგილას სავარაუდოდ, “ოცნების“ ოფისი იხსნება

07.02.25 16:08
ირმა გორდელაძის ინფორმაციით, ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ადგილას სავარაუდოდ, “ოცნების“ ოფისი იხსნება

სამოქალაქო აქტივისტი ნინო ურუშაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქ ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დაიხურა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ხატისკაცმა “გურია ნიუსთან” ეს ინფორმაცია დაადასტურა.

მისი თქმით, ოზურგეთის გარდა, ოფისები ქუთაისში და ახალციხეში დაიხურა.

სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე კი წერს, რომმის ადგილას “ოცნების“ ოფისი გადავა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დაიხურა ოზურგეთში , ისევე როგორც მთლიანად საქართველოში კლავენ დემოკრატიას.

სავარაუდოდ აქ ოცნების ოფისი გადმოვა. სად ვართ? დიდ უკანალში და ვისაც ამაში წვლილი უდევს, სამუდამოდ დარჩით მაგ ადგილას, უკეთესი არც გეკუთვნით, - წერს გორდელაძე.