მათე დევიძის საქმეზე "დაზარალებული" პოლიციელი გამოკითხეს - სასამართლო 19 თებერვალს გაგრძელდება
21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი, რომელსაც რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება, 19 თებერვალს გაიმართება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კი ბრალდების მხარის მოწმე - დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი, ბიძინა ჟამერაშვილი დაიკითხა.
პოლიციელი ირწმუნება, რომ ჯოხი მხარში ჩაარტყეს, მაგრამ ზურგი სტკიოდა. მისი თქმით, ის მათე დევიძესთან არანაირ შემხებლობაში არ ყოფილა და კოლეგას უნდა დახმარებოდა, რომელიც ნიკა მელიას ესაუბრებოდა.
“გადამარტყა დროშის ტარი, როდესაც ვკითხე, რატომ გააკეთა, მიპასუხა, რომ შეეშინდა. მე სასამართლო ოქმი არ შემიდგენია“, - თქვა ჟამერაშვილმა.
დევიძის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ ჟამერაშვილის და სხვა მოწმეების გამოკითხვით დადასტურდება, რომ პოლიციელები ცრუობენ.
ჟამერაშვილმა მოგვცა ჩვენება, რომ წინიდან ჯოხის დარტყმის შემდეგ მიიღო დაზიანება მხარზე და ზურგზე, დანარჩენი მოწმეების გამოკითხვის დროს, იმ ფაქტს, რომ პოლიციელები ცრუობენ, გავამყარებთ. რამოდენიმემ არსებულად განსახვავებულად დაგვიხატა ეს ფაქტი. შესაბამისად, ის რომ ჯოხის დარტყმა მხარზე, ვერ მოგაყენებს ტკივილს ზურგზე, ცხადზე-ცხადია“, - განაცხადა ადვოკატმა.
მათე დევაძეს სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, თუმცა წინა სხდომებზე, პროკურორებმა ვერ ახსნეს, რა ტიპის დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, რაც დევიძის დაკავების და მით უფრო მისი გასამართლების საფუძველი გახდა.
დევიძე მელიქიშვილის გამზირზე 19 ნოემბერს დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.