მარში სინდისის პატიმრებისთვის - ციხეში გამოკეტილი ევროპული მომავლის მცველების ნათესავები

07.02.25 17:29
მარში სინდისის პატიმრებისთვის - ციხეში გამოკეტილი ევროპული მომავლის მცველების ნათესავები

პროტესტის 72-ე დღე - სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ევროპის მცველები მარშისთვის ემზადებიან.

უკანონოდ დაკავებული 50 მომიტინგის გათავისუფლების მოთხოვნით, მარში საღამოს 19:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან დაიწყება.

ქუჩაში გამოდიან ევროპული მომავლის მცველების დედები, მამები მეგობრები და მათი უცნობი მხარდამჭერებიც. 

დაკავებულების ოჯახების წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის მარშებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი გრძნობენ, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ მათი ბრძოლა არ არის და საქართველო მათ გვერდითაა.

ეს მარშები ძალიან მნშვნელოვანი სინდისის პატიმრებისთვის, რადგან ისინი ხედავენ, რომ ოჯახის წევრების გარდა, მთელი ქვეყანა დგას მათ გვერდით და მთელი საქართველო უჭერს მხარს, არიან საქართველოში ადამიანები, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან, ქვეყანაში რა ხდება და გამოღვიძება სჭირდება საქართველოს, რადგან დღეს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის ნორმალური“,- მათე დევიძის დამ.

ყველაზე მეტად ამ მარშებში რაც მომწონს არის ის, რომ ცალ-ცალკე არ ვართ და გავერთიანდეთ, ვიბრძოლოთ მანამდე, ვიდრე გამარჯვებამდე არ მივალთ, გამარჯვებას ვეძახი, რომ ეს ბიჭები იყვნენ გარეთ და საქართველო იყოს თავისუფალი ივანიშვილისგან, მერე ისედაც დალაგდება“, - თორნიკე გოშაძის დედამ.

კიდევ ერთხელ გვინდა გავაგონოთ ხმა, მართალია ე.წ. მტავრობას ყურებიც დახშული აქვს და თვალებიც დაბრმავებული, ვერ გვხედავს და არ ესმის, მაგრამ კიდევ ერთხელ გვინდა ჩვენი ხმა ხმამაღლა გავაგონოთ“, - განაცხადა ნიკა კაციას დედამ.

საპროტესტო მარშის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან და დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

მსგავსი სიახლეები