“ერთხელ და საბოლოოდ ამ ქვეყანაში ადამიანმა უნდა იპოვოს სამართალი“ - ქადაგიძის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხანში გამოცხადდება

07.02.25 17:41
“ერთხელ და საბოლოოდ ამ ქვეყანაში ადამიანმა უნდა იპოვოს სამართალი“ - ქადაგიძის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხანში გამოცხადდება

ეროვნული ბანკის ყოფილ დირექტორის გიორგი ქადაგიძის საქმეზე მოსამართლე, ნინო ენუქიძე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

ცოტა ხანში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ქადაგიძე ამბობს, რომ მას ეუხერხულება საკუთარ ადმინისტრაციულ დაკავებაზე საუბარი იმ დროს, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე 60-მდე ადამიანია დაკავებული.

“არსებობს ორი მოწმე, რომელსაც არაფერი ახსოვს, უბრალოდ გაიგონა, ვიღაცამ რაღაც უთხრა, როგორც ხდება ხოლმე“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, არსებობს 1 საათიანი უწყვეტი კადრი, სადაც არ ჩანს სამართალდარღვევა და ასევე, არის 30-მდე პოლიციელი, რომელთაგანაც, არცერთს სამხრე კამერა არ უმუშვებდა.

ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ავტოკრატიული სისტემები და რეჟიმები ასრულებენ თავის საქმიანობას ამაში ორი აზრი არსებობს, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვიპოვოთ თავისუფალი სამართლიანი სასამართლო, რადგან თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. როგორც კი გვექნება სამართლიანი სასამართლო, იმ წუთშივე დავამთავრებ პოლიციურ სახელმწიფოს, იმ წუთშივე მოქალაქე თავს იგრძნობს დაცულად და ავტოკრატიული რეპრესიული სისტემა დასრულდება.

ერთხელ და საბოლოოდ ამ ქვეყანაში ადამიანმა უნდა იპოვოს სამართალი. როგორც კი გევქნება თავისუფალი სასამართლო, იმ წუთშივე გავხდებით ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა ქადაგიძემ.