მედროშე თემურ ქათამაძე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

07.02.25 17:53
მედროშე თემურ ქათამაძე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროში, თემურ ქათამაძის საჩივარი, რომელიც 22-ე დღეა შიმშილობს და პატიმრობაში დატოვა.

ქათამაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ამ დროის განმავლობაში, 15 კილოგრამი დაიკლო.

იმის მიუხედავად, რომ ქათამაძე, შიმშილობის გამო, თავს შეუძლოდ გრძნობდა, სასამართლო პროცესს მაინც დაესწრო.

მოსამართლემ, ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებეულებების დართვასა და მოწმეთა გამოკითხვასთან დაკავშირებით, რის გამოც, ქათამაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მიუხდავად იმის, რომ 20-ზე მეტი მტკიცებულება გვქონდა წარდგენილი, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, ჩვენი შუამდგომლობა. ასევე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით. მას დაკლებული აქვს 15 კილოგრამი უკვე, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა პროცესზე მოსულიყო, თუმცა, ერთ-ერთი მტკიცებულების მოტანის გამო მაინც მოვიდა. რომ დაინახა მოსამსართლის პოზიცია, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა -განაცხადა ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა. 

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ  მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.

 

მსგავსი სიახლეები