მედია: მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი დაეშვა

07.02.25 18:20
მედია: მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი დაეშვა

მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი დაეშვა. თვითმფრინავში 21 მგზავრი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა იმყოფებოდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მანამდე რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ სოხუმში ფრენებს ავიაკომპანია ЮВТ Аэро შეასრულებს.

წელზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა მიიღო თვითმფრინავი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ფრენების გეოგრაფია გაფართოვდება“, - განაცხადა ბადრა გუნბამ.