გიორგი ქადაგიძე 2500 ლარით დააჯარიმეს

07.02.25 17:55
გიორგი ქადაგიძე 2500 ლარით დააჯარიმეს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.