"ძლიერი საქართველო": როგორ რჩება პარლამენტი ქმედუუნარო, რაც იძულებულს ხდის ჩაატაროს არჩევნები
როგორ რჩება პარლამენტი ქმედუუნარო, რაც იძულებულს ხდის ჩაატაროს არჩევნები - ამის შესახებ განცხადებას "ძლიერი საქართველო" ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის
• 113 ხმაა საჭირო ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის;
• 100 ხმაა საჭირო ორი მოწვევის პარლამენტების მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის
• 100 ხმაა საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის
• 100 ხმაა საჭირო უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის
• 90 ხმაა საჭირო კონკორდატში ცვლილების დასამტკიცებლად
• 90 ხმაა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად
• 90 ხმაა საჭირო იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად
• 90 ხმაა საჭირო სახალხო დამცველის ასარჩევად"ქართულ ოცნებას" აქვს 89 მანდატი