"მზია ამაღლობელის პენიტენციურში დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის" - "ვივა მედში" დამოუკიდებელ მედიკოსთა ჯგუფი შევიდა

07.02.25 18:32
"მზია ამაღლობელის პენიტენციურში დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის" - "ვივა მედში" დამოუკიდებელ მედიკოსთა ჯგუფი შევიდა

"ვივა მედში", მზია ამაღლობელთან დამოუკიდებელ მედიკოსთა ჯგუფი შევიდა  - გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 27-ე დღეა შიმშილობს, ამიტომაც ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს გართულდეს.

როგორც მედიკოსმა კლინიკაში შესვლამდე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამაღლობელი პენიტენციურში დაბრუნებას ითხოვს, მისი ციხესი გადაყვანა მიზანშეწონილი არ არის.

ანალიზი შეიძლება იყოს ნორმალური, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადი მდგომარეობა პაციენტის არ არის შეცვლილი. იქ არის ქრონიკული კუჭ-ნაწლავის დაავადება, რომლის დროსაც, ისედაც ადამიანებს, ვინც არ შიმშილობს, აქვს სხვანაირი ცვლილებები. ზოგჯერ შეიძლება ადამიანმა იშიმშილოს 14 დღე და გახდეს ძალიან ცუდად. ეს არის ორგანიზმზე დამოკიდებული. შეიძლება იყოს დღეს კარგად და ხვალ გახდეს ცუდად. ვერავინ იტყვის, რა მომენტში რა გართულდება. თვითონ ქალბატონი მზია ითხოვს, რომ უკან გადაიყვანონ, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს მიზანშეწონილია. ამიტომ უნდა ვთხოვოთ, რომ არ დაბრუნდეს ციხეში", - ამბობს მედიკოსი

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ჯგუფი ოთხი ექიმისგან შედგება - ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოფთალმოლოგი და ნევროლოგი. სწორედ მათი კვლევების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი მოშიმშილე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მზია ამაღლობელი კლინიკა "ვივამედში" სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით 3 დღის წინ გადაიყვანეს.