დიპლომატიური ფოსტა ოლიგარქის შვილისთვის - რა იდო ელჩის მიერ გადაცემულ შავ ჩანთაში?
მეორე დღეა საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს და არ ამბობს, რა გადასცა უტა ივანიშვილს,დიდი შავი ჩანთით საქართველოს ელჩმა იაპონიაში. ფარულად გადაღებული ფოტოები იაპონელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს. დგინდება, რომ ტოკიოში უტა ივანიშვილის გადაადგილებას გამომძიებელი ჟურნალისტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და იღებდნენ. ერთ-ერთი საიდუმლო შეხვედრა, რომელიც მედიამ დააფიქსირა, საქართველოს ელჩთან რესტორანში შედგა, სადაც თეიმურაზ ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა - "ალბათ გამოგადგება აქ არ გახსნა".
საქრთველოს ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა მინიოლიგარქ ვანო ჩხარტიშვილის სიძეა, ჩხარტიშვილი კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი. სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ დიპლომატიური ფოსტა ბოროტად გამოიყენეს. უტა ივანიშვილმა იაპონიაში სამ ნახევერ მილიონ დოლარად ბინაც კი ნაღდი ფულით იყიდა, რაც ბადებს ეჭვს, რომ ის სანქციების გამო საბანკო ბარათებს ვერ იყენებს.
ფოტოები ტოკიოში უტა ივანიშვილის გადაადგილებას ასახავს. ჟურნალისტური გამოძიებით კი რჩება განცდა, რომ მედიის წარმოამდგელები უტას საქმიანობას დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ. დაადგინეს, რომ ის, ძირითად ,რუსეთიდან ემიგრირებულ პირებთნა კონტაქტობს, მისი საქმიანობას მალავს. მალავს, რომ ივანიშვილის შვილია და თავს ხალხს კომპიუტერული თამაშების დიზაინერად აცნობს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.