არცერთი გამამართლებელი ვერდიქტი - მოსამართლეები აქციის მონაწილეებს ერთი მეორეს მიყოლებით აჯარიმებენ
პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი დღეს მოსამართლეს უმტკციებდა, რომ 21 წლის სტუდენტის მოქნეული დროშის ტარი ზურგში ისე ძლიერად მოხვდა, რომ ტკივილი განიცადა. არადა, კადრებში, რომელიც რეჟიმის მთავრი მტკიცებულებაა, არ ჩანს, რომ მათეს მოქნეული დროშა, ვინმეს მძიმე დაზიანებას აყენებს.
21 წლის მუსიკოსს სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, ვიდეო კადრებით კი, რომელიც ტვ პირველმა გადაიღო, ჩანს, რომ მათე აქციის მონაწილეებთან ერთად მელიქიშვილი გამზირის დასაწყისში დგას, დაპირისპირების ეპიცენტრთან მისი მეგობრების გადასარჩენად კი მხოლოდ მას შემდეგ გარბის, რაც პოლიცია ხალხზე ნადირობას იწყებს, რაც დანაშაულის ჩადენის განზრახვას გამორიცხავს. ოჯახი ამბობს, რომ მათე მძევალია და სამაგალითოდ იმის გამო სჯიან, რომ 21 წლის მუსიკოსი თელავიდან აქციების მონაწილე იყო.
25000 ლარით დააჯარიმეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტიც. გიორგი ქადაგიძემ მოსამართლეს შეახსენა, რომ თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და მოქალაქეები ქუჩაში სწორედ სამართლის და თავისუფლების მოპოვების გამო გამოდიან, სასამართლოს ხელში ბერკეტი აქვთ მათი თავისუფლების დაცვის.
რა ხდებოდა პროცესებზე ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.