რუსთავის მეტალურგიული ქარხანა პარალიზებულია - საწარმოში პროტესტია
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფოლადსადნობი საამქრო მთელი დღეა უფუნქციოა. თანამშრომლები საწარმოს წინ დგანან და ფოლადის წარმოებაზე უარს აცხადებენ. ხელფასების ზრდა - ეს არის მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების გარეშე მუშაობის გაგრძელებას 300-მდე დასაქმებული არ აპირებს.
საამქრო გაჩერებულია, თანამშრომლები ხელფასის 500 ლარით მომატებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ჯანმრთელობის დიდი რისკის ფასად უძმიმეს სამუშაოს ასრულებენ, თუმცა ხელფასი შეურაცხმყოფელია.
ხელმძღვანელობას მოთხოვნები 1 თვის წინ წაუყენეს, მაგრამ ხელფასები არ გაზრდიათ. პირიქით, თანაშრომელბის ნაწილი სამსახურიდან შემცირების მიზეზით გაუშვეს, ახლა დასაქმბულები მათ ღდგენასაც ითხოვენ.
პროტესტში მონაწილეები აცხადებენ, რომ მათზე მუქარა და შანტაჟიც მიმდინარობს: თუ ხმას ამოიღებენ, სამსახურიდან გაათავისუფლებენ, მაგრამ ახლა თავად გადაწყვიტეს, რომ არ იმუშაონ პირობების დაკმაყოფილეაბმდე.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.