ქალების დამცირება და შეურაცხყოფა რუსული მილიციის სტილში - აქტივისტები სისტემას ამხელენ
ღირსების შემლახავ, შოკისმომგვრელ ფაქტებზე აქტვისტმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა. ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებელმა პოლიცია არაადამინურ მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ტერორში ამხილა. საქმე 1 კვირის წინ ნენსი ვოლანდის სახლის და პირად ჩხრეკას ეხება. როგორც სამოქალაო აქტივისტი ქალი ყვება, მასთან სახლში შესულმა პოლიციელებმა დედის თანდასწრებით გაშიშვლება აიძულეს. ქალი ყვება, რომ პოლიციელებმა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებისთვის ორგანოების დეტალური შემოწმებასაც სთხოვნდნენ.
ირკვევა, რომ სისტემამ ღირსების შემლახავი და წაბებასთან გათანაბრებული მოპყრობა ააქტიურად აამოქმედა აქციების მონაწილე ქალების მიმართ. ივანიშვილის რეჟიმს დამცირების რუსული მეთოდებით გამოყენებაში არაერთი აქტივისტი ამხელს.
დაკავებულებს გაშიშვლებას აიძულებენ დიღმის იზოლატორშიც. რესტორან "ბაბილოსთან" მოსამართლეების ნადიმზე გზის გადაკეტვისთვის დაკავებული ნუცა მახარაძე ყვება, რომ ღირსება მას სწორედ ამ დღეს, მთავარი სამმართველოს იზოლატორში შეულახეს: გააშიშვლეს, თუმცა რას ეძებდნენ, არ განუმარტავთ.
წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა, რომელიც შესაძლოა, პოლიცილების მხრიდან დანაშაულად შეფასდეს ყოფილი სახალხო დამცველი ანგარიშებშიარაერთგიზს წერდა. ნინო ლომჯარია ომბუდსმენობის პეიოდში სახელმწიფოს უწყებებს მოუწოდებდა, შეეწყვიტათ ადამიანების ჩხრეკა ამ დამამცირებელი მეთოდებით და ესარგებლათ ალტერნატივით - დეტექტორით შემოწმებით.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.