ნიკა კაციას ინტერვიუ ციხიდან "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში
ნიკა კაციას ინტერვიუ ციხიდან "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში - რეჟიმის მიერ დატყვევებული ჟურნალისტი მოქალაქეებს ერთად დგომისკენ მოუწოდებს, გაბრაზებულია, რომ სისტემამ მედია და თავისუფალი სიტყვა სამიზნეში ამოიღო, სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და აცხადებს, რომ პროტესტი, რომელიც შეუწყვეტლივ მიმდინარეობს ქვეყანაში, საკანში არსებულ "ჟანგბადზე და სინათლის სხდივზე უფრო მეტია".
ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა არის დიდი სევდა, მაგრამ ეს ლოდი გულში არ დევს, გონებაშია და ზუსტად ვიცი, რომ გადავაგორებთ - ამბობს პატიმარი და აცხადებს, რომ ახლა შიშის დრო არ არის.
ვარ ძალიან მხნედ. ეს ერთიანობა, რასაც ვუყურებ ტეელვიზორიდან არის ძალიან კარგი და მაბედნიერებს. სულ მინდა ყველას ვუთხრა, რომ უფრო მაგრად ჩაკიდეთ ხელები ერთმანეთს, უფრო მეტად მინდა რომ გაამხნევოთ ერთმანეთი, უფრო მეტად მინდა რომ ჩაეხუტოთ ერთმანეთს. მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მართალი სიტყვის უპირობო გარანტზე, მედიაზე არის ძალიან დიდი აქცენტი და სამიზნეში რომ ამოიღეს კოლეგები, ამაზე ძალიან ვბრაზდები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა ამ ე.წ. გახდებთან დაკავშირებით, მე მეგონა პროცედურული საკითხი იყო, ნენსის მხარდაჭერას ვუცხადებ, ასევე მზია ამაღლობელს უპირობო სოლიდარობა. მთელი ერის ისტორიული სინდისი ამ ადამიანმა აიღო თავის თავზე. რაღაცნაირად მინდა ბოდიში მოვუხადო, რადგან ჩემი ჯანმრთელობა რ მიწყობს ხელს, რომ შიმშილობით სოლიდარობა გამოვუცხადო. ეს უწყვეტი პროტესტი არის იმ ჟანგბადზე და სინათლის სხდივზე უფრო მეტი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მემგონი ჩვენი აქ ყოფნაც ერთგვარი მანიფესტია. ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა არის დიდი სევდა, მაგრამ ეს ლოდი გულში არ დევს, გონებაშია და ზუსტად ვიცი, რომ გადავაგორებთ. უმრავლესობა ქართველს უნდა ძალიან კაშკაშა და ნათელი მომავალი და ზუსტად ამ პროცესებს ვეწირებით, მაგრამ დროებით. ახლა შიშის დრო არ არის, მეტად გავახილოთ თვალები, მეტად დავინახოთ ერთმანეთი. გარდაუვალია, ეს ყველაფერი სახელოვანი გამარჯვების გარეშე დასრულდეს", - განაცხადა ნიკა კაციამ.
ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებიან.
ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.