"ტინდერის ასლარიანო ბო*ებო..." - ქალი დემონსტრანტები პოლიციელების უხამსობასა და ძალადობაზე შემზარავ ისტორიებს ჰყვებიან
"რადიო თავისუფლება" აქვეყნებს სტატიას, სადაც მოთხრობილია იმ ქალების ისტორიები, რომლებიც რეჟიმის საპოლიციო ძალების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის სამიზნეები გახდნენ.
სტატიის ავტორი დასაწყისში მკითხველს აფრთხილებს, რომ მასალაში ბევრ უხამს ფრაზას შეხვდებიან, რომლებიც შესაძლოა უსიამოვნოდ მოეჩვენოთ, თუმცა ეს სიტყვები წარმოადგენს იმ ქალების მონათხრობს, რომლებიც ჰყვებიან, როგორ გახდნენ სახედაფარული პოლიციელების ვერბალური და ფიზიკური ძალადობის სამიზნეები.
სტატიის ავტორისვე თქმით, სექსუალური შევიწროების შემთხვევების ნაწილი, რომლებიც მასალაშია აღწერილი, კამერებმაც დააფიქსირა.
*ლეს მოწოვ?
აქ 100 ლარს რომ იღებ, წამოდი და 101 ლარად მე მოგ**ნავ. ყველა დირკაში გიხმარ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიტყვებისა, რასაც გზადაგზა მეუბნებოდნენ ეს მანიაკები.
მერე მოგვცვივდნენ, ხელს გვკრავდნენ, გვაგინებდნენ.
ვერ მოვითმინე და მხოლოდ ორი სიტყვა - არ გრცხვენიათ-თქო? - მივაძახე და ერთმა არაკაცმა მუშტი დამარტყა სახეში, ტუჩიდან სისხლი წამომივიდა და ის არაადამიანი მეუბნება, რომ მოგტ**ავ, მუ***იდანაც მასე წამოგივა სისხლიო”, - ესეც 2 თებერვალს მომხდარი ამბავია, რომელსაც ფეისბუკზე მოჰყვა აქციის კიდევ ერთი მონაწილე, სალომე კამლაძე.
“რა გეგონა, აქ რომ მოდიოდი, გადარჩებოდი? პოლიციის მანქანაში წაგიყვანთ, მუხლებზე დაგაყენებთ და შენს პირში მოგცემთ, შე ბოზო, შეგვიძლია შენს პირში ჩაგა*ვათ”, - ასე ემუქრებოდნენ ნიღბიანი პოლიციელები 26 წლის ქალს. იგი რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით მოუყვა თავის ისტორიას, რომელიც 28 ნოემბრის ღამეს შეემთხვა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე.
შოკისმომგვრელ ისტორიას ჰყვება ნათია ძიძიგური, რომელიც პოლიციამ 19 ნოემბერს დააკავა.
ნათია იხსენებს, რომ პოლიციელმა, რომელმაც ის დააკავა, ქუჩაში კორდონის წინ მდგომი ამოარჩია სხვა დემონსტრანტებს შორის და უთხრა, რომ ბევრს ლაპარაკობდა და გრძელი ენის ქონის გამო დაისჯებოდა. მოგვიანებით, როცა ის და სხვა რამდენიმე დაკავებული ავტომობილში შეყარეს, ნათია სხვა დაკავებული კაცების ფეხებში ჩააგდეს ისე, რომ სკამზე დაჯდომის საშუალება არ მისცეს.
როცა ქალმა ითხოვა, სკამზე დამჯდარი წაეყვანათ პოლიციის სამმართველოში, პოლიციელმა, რომელიც ავტომობილის უკანა სავარძელზე იჯდა, მას თავის პენისზე მიანიშნა. სამმართველომდე ნახევარსაათიან გზაზე მან ეს ჟესტი არაერთხელ გაიმეორა.
ხელით მიმითითებდა ფეხებს შორის, მოდი, აქ დამიჯექი. თავიდან ძალიან შემეშინდა ამ ყველაფრის მოყოლის. მერე ამოვიცანი ეს კაცი, სახელი და გვარიც გავიგე და სპეციალურ სამსახურსაც მივაწოდე ინფორმაცია მის შესახებ. სანამ იმ ბიჭებს არ ვკითხე, რომლებიც მანქანაში ჩემთან ერთად იყვნენ, თვლიდნენ თუ არა, რომ ნამდვილად ძალადობას ქონდა ადგილი და შეეძლოთ თუ არა ჩემი მოწმეები ყოფილიყვნენ, ამ თემაზე ხმამაღლა არ მილაპარაკია”, - ამბობს ნათია.
ვრცლად მასალა იხილეთ ბმულზე: