"თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს EU-ში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს" - ფიშერი

07.02.25 19:45
"თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს EU-ში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს" - ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დაკავებულთა ოჯახებისგან საგანგაშო ცნობები მოისმინეს.

ფიშერი ხაზგასმით აცხადებს, რომ თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს

ამასთან, ელჩი ხაზს უსვამს, რომ შეფასებას საქართველოს მეგობრობის გამო აკეთებს და აღნიშნავს, რომ რომ გერმანიის მთავრობაზე 39 წელია მუშაობს და დავალებებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იღებს და არა გამოგონილი “დიფ სთეითისგან”.

"საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან. თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ამ გულწრფელ შეფასებას საქართველოსადმი პატივისცემისა და მეგობრობის გამო ვაჟღერებ, რაც ყველამ იცის ჩემგან და კარგად დოკუმენტირებულია… ნათლად რომ ვთქვა: გერმანიის მთავრობაზე 39 წელია ვმუშაობ და ინსტრუქციებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიღებ - არა რაიმე გამოგონილი "დიფ სთეითისგან".- წერს ფიშერი