"ნებისმიერ დროს შესაძლოა, განვითარდეს ისეთი ცვლილებები, რომ პაციენტი ვეღარ გადავარჩინო" - მზია ამაღლობელი ექიმებმა მოინახულეს
მედიკოსთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა კლინიკა "ვივა მედი" დატოვა - მზია ამაღლობელის პალატიდან გამოსული ექიმები ამბობენ, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა დაიწყოს ისეთი კრიტიკული ცვლილებები, რომლის შეჩერება კლინიკის პირობებშიც შეუძლებელი გახდეს.
თუ რეჟიმის ტყვე ჟურნალისტი შიმშილობას გააგრძელებს, აუცილებელია დარჩეს კლინიკაში - ასეთია მედიკოსების რეკომენდაცია.
მდგომარეობა დასაფიქრებელია, არ არის მარტივი, შიმშილობის მერამდენე დღეა, მოგეხსენებატ. როგორც ისტორიას გავეცანი, საავამდყოფოში გადმოყვანამდე კიდევ უფრო მძიმე იყო, აქ გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა, ყურადღებით გავეცანით ისტორიას, პრაქტიკულად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შიმშილობამ არ გამოიწვოს რამე მძიმე შედეგები. დღესდღეობით, ისეთი მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ ყოფილიყო, არ არის, ალბათ ჩემი კოლეგების დამსახურებით, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი, რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში მიდის ისეთი ცვლილებები , რომ ეს გარედან დახმარება, სრულიად ადეკვატურად ხდება, აღარ იქნება საკმარისი. შემდეგ შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ის ვეღარ დავიჭიროთ. გულში, საჭმლის მომნელებელ ორგანოში, ღვიძლში, აი, ყველა ორგანოში, ყველაფრის უკმარისობა, მწყობრიდან გამოსვლა მოხდეს თანდათანობით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პაციენტისთვის, მისი სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ის აგრძელებს შიმშილობა, ის უნდა დარჩეს კლინიკაში, რათა გაგრძელდეს ადეკვატური მკურნალობა. თუმცა ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომ მერე თუნდაც მაღალი დონის ჩარევა, ვეღარ იზამს ისე, რომ პაციენტი გადავარჩინოთ.
გამოხატულია საკმაოდ სისუსტეა, მაგრამ კრიტიკული სასიცოცხლო ცვლილებები დაწყებული არ არის. მეტყველებს ჩვეულებრივად, ცოტა შენელებულად, ყველანარიად კარგად აზროვნებს. გადაადგილებაც შეუძლია, თუმცა ნელა. ორგანოების უკმარისობა დაწყებული არ არის.
რაც შეეხება გასტროენტოროლოგიურ მდგომარეობას - მანამდე იყო საყაპავის ანთება, თავისი ეროპზიებით, მესამე ხარისხსი, რომელიც საკმაოდ მძიმე დაზიანება, თუმცა მისი მკურნალობა ადეკვატურად მიმდინარეობს, მაგრამ რადგან პაციენტი არ იღებს საკვებს, გამიჭირდება პროგნოზი", - აცხადებს გასტროენტეროლოგი, გიორგი გვილია.