სოლიდარობა მზია ამაღლობელს! - ჟურნალისტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

07.02.25 20:48
სოლიდარობა მზია ამაღლობელს! - ჟურნალისტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

მას შემდეგ, რაც კანცელარიასთან შეკრებილ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე უარი უთხრა, მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. მედიის წარმომადგენლებს არალეგიტიმურ პრემიერთან მათი კოლეგის, უკანონო პატიმრის, მზია ამაღლობელის შესახებ სურდათ საუბარი, თუმცა კობახიძემ მათთან შეხვედრა ვერ გაბედა. 

ჟურნალისტიები ამბობენ, რომ სამართლიანობის აღსადგენად ბოლომდე იბრძოლებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ  "ოცნება" ახლა მედიის დაშინებას ცდილობს.

მზია არის უკანონო პატიმარი. გარდა იმისა, რომ მას არასწორი მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი, მას წინასწარი პატიმრობაც უკანონოდ აქვს შეფარდებული და ამიტომ ვართ აქ ჟურნალისტები, რომ გავაპროტესტოთ მისი უკანონო პატიმრობა, რომლის მიზანიც მედიის დაშინებაა და მოვითხოვოთ მისი გათავისუფლება, - ამბობს აქციის მონაწილეები.  

ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯის შესახებ მთავრობის ადმმინისტრაციაში, ან კიდევ უფრო სხვაგან იქნა მიღებული.  

დარწმუნებული ვარ, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა არც პოლიციას გადაუწყვეტია, არც სასამართლოს გადაუწყვეტია, არამედ ის გადაწყვეტილება, რომ იგი უნდა იყოს ამისთვის სამაგალითოდ დასჯილი, არის სწორედ მთავრობის ადმინისტრაციაში. კიდევ უფრო სამწუხარო შეიძლება იყოს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში კი არა, კიდევ უფრო სხვაგან არის მიღებული ეს გადაწყვეტილება. მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, ხომ არ გვიმრუდებენ რეალობას. მზია ამაღლობელის ხმა ისმის ახლა ყველაზე ხმამაღლა ქვეყანაში, - ამბობს ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.   

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.