სტუდენტი გიორგი ბარბაქაძე მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა

07.02.25 20:42
სტუდენტი გიორგი ბარბაქაძე მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა

სამი დაკავებული სტუდენტიდან ერთ-ერთი, გიორგი ბარბაქაძე ხელწერილის და სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა. 

სასამართლო პროცესზე დღეს მოწმე პოლიციელები გამოიკითხნენ, რომლებმაც ადვოკატის თქმით, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს.

ვინ დაიჭირა გიორგი ბარბაქაძე, არ იცოდნენ, რა მოქმედებები განახორციელდა, ვინ სად იდგა. დღეს პოლიციელებს საერთოდ არ ახსოვდათ რის საფუძველზე დააკავეს გიორგი, შესაბამისად საქმეები იკერება", - აცხადებს ადვოკატი. 

უფლებადამცველის თქმითვე, დაკავების მომენტში გიორგი ბარბაქაძის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარბაქაძეს, არჩილ გოჩიტაიშვილს და ლუკა ხიზაძეს გომელაურის უწყება პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება. სამივე სტუდენტი ორი დღის წინ ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, თუმცა ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია.