მოსამართლე ნინო ენუქიძემ თსუ-ს სტუდენტი, ლუკა ხიზაძე 2000 ლარით დააჯარიმა
თსუ-ს სტუდენტი, ლუკა ხიზაძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ რამდენიმე წითის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარბაქაძეს, არჩილ გოჩიტაიშვილს და ლუკა ხიზაძეს გომელაურის უწყება პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება. სამივე სტუდენტი ორი დღის წინ ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, თუმცა ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია.