რა შინაარსის წერილი მისწერა სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ ციხიდან კახა კინწურაშვილს

07.02.25 21:56
რა შინაარსის წერილი მისწერა სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ ციხიდან კახა კინწურაშვილს

სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ კახა კინწურაშვილს ციხიდან წერილი გაუგზავნა - როგორც მსახიობი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მას რეჟიმის ტყვემ კინოსა და ლიტერატურაზე ესაუბრა და გაუზიარა მისი შეხეულებები.

გუშინ დღიდან მოყოლებული ვცდილობ საპასუხო წერილი გავუგზავნო, მაგრამ ვერ ვხდები, როგორ მოვძებნო ის სიტყვები - ამბობს კინწურაშვილი. 

მსახიობმა ყველა სინდისისი პატიმარს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ისინი მისთვის ერთდროულად დიდი სევდა მომავლის იმედები არიან. 

მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო, შეიძლება ახლა რეზო კიკნაძე გვიყურებს, მან გუშინ წერილი გამომიგზავნა, დიდი მადლობა მინდა მას ვუთხრა იმ სიმტკიცისთვის, იმ გამბედაობისთვის, რაც მას ზოგადად ახასიათებს. გუშინ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენად ძლიერი ადამიანია, მიუხედავად თავისი ასაკისა, რამდენად მასშტაბშიაღიქვამს ყველაფერს. გამიზიარა თავისი შეხედულებები ლიტერატურაზე კინოზე, ხელოვნებაზე და ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო მაყურებელი და მკითხველია. მართლა სიტყვები არ მყოფნის. გუშინ დღიდან მოყოლებული ვცდილობ საპასუხო წერილი გავუგზავნო, მაგრამ ვერ ვხდები, როგორ მოვძებნო ის სიტყვები, რაც მას გაამხნევებს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ისედაც მხნედ არის, ისედაც ძლიერი ადამიანია, უბრალოდ მინდა მოვიკითხო, მადლობა ვუთხრა მისი პოზიციისთვის. მინდა მოვიკითხო ანდრო ჭიჭინაძე, ოკმელა, მზია ამაღლობელი და ყველა რეჟიმის ტყვე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნსი ღირსებას იცავს და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული აქ მდგომი ადამიანი იტყვის ამას. იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ, თქვენ ჩვენთვის ძალიან დიდი სევდა ხართ, მაგრამ ამავე დროს მომავლის დიდი იმედი, ამიტომ დიდი მადლობა", - განაცხადა კახა კინწურაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სიტყვა "დიქტატორის" ხსენების გამო სასამართლო დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს სინდისის პატიმარი, რომელსაც გომელაურის რაზმი ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა. სანქცირებულმა მოსამართლემ ბრალდებულს სიტყვა მას შემდეგ შეაწყვეტინა, რაც რევაზ კიკნაძემ წიგნ „ვაცის ნადიმში" მოყვანილი ფრაზებით დაიწყო საუბარი. 

მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა, ცეცხლი ოლიგარქიას - ამ სიტყვების სკანდირებით დატოვა რეჟიმის პატიმარმა დარბაზი.