შიშით დავდივართ ქუჩებში, რადგან ერთმანეთის გარდა არაფრის იმედი აღარ გვაქვს - ირაკლი კვირიკაძე

07.02.25 22:29
შიშით დავდივართ ქუჩებში, რადგან ერთმანეთის გარდა არაფრის იმედი აღარ გვაქვს - ირაკლი კვირიკაძე

ირაკლი კვირიკაძე ამბობს, რომ ქვეყანა დაუცველი გახდა, რადგან სამართალდამცველებმა თავისი ფუნქცია დაკარგეს და ამის გამო ხალხი შიშით დადის უკვე ქუჩაში.

ერთმანეთის გარდა არაფრის იმედი აღარ გვაქვს - ამბობს "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში მსახიობი, რომელიც ისევ აქციაზე დგას და ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა ბრძოლისა და ერთად დგომისა. 

ყოველდღე უფრო და უფრო იმატებს ჩვენში უსამართლობის განცდა და ის, რომ უფრო მეტად გავაპროტესტოთ, იმიტომ, რომ სხვა არაფერი დაგვრჩა. ჩვენ ამ უსამართლობას არ შევეგუებით. დღეს რადაც სამართალდამცველები იქცნენ, მართლა შიშით დავდივართ ქუჩებში, რადგან ერთმანეთის გარდა არაფრის იმედი აღარ გვაქვს და ძალიან ცუდია, რომ რეჟიმმა ეს მოიტანა დღეს. როდესაც ეს ადამიანები ასე უკანონოდ არიან დაკავებულები ად არ ტყდებიან, მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს.ასეთი აქტები ჩვენ არ გვაძლევს უფლებას, რომ კომფორტის ზონაში დავრჩეთ, არ გამოვიდეთ და არ ვილაპარაკოთ ამაზე. ამ უბედურებამ კარგი რაც მოიტანა, არის ის, რომ საზოგადოების იმედი გაჩნდა. ეს არის ყველაზე ღირებული რაც გვაქვს ჩვენ დღეს", - განაცხადა ირაკლი კვირიკაძემ.