ტრამპის განცხადებით, მომავალ კვირას, სავარაუდოდ, ზელენსკის შეხვდება

07.02.25 22:52
ტრამპის განცხადებით, მომავალ კვირას, სავარაუდოდ, ზელენსკის შეხვდება

"მე, სავარაუდოდ, შევხვდებით პრეზიდენტ ზელენსკის მომავალ კვირას" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულების თაობაზე, დიდი ალბათობით ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება. 

კითხვას, ჩატარდება თუ არა შეხვედრა ვაშინგტონში, ტრამპმა ასე უპასუხა, რომ "შესაძლოა"

"მე, სავარაუდოდ, შევხვდებით პრეზიდენტ ზელენსკის მომავალ კვირას. დიდი ალბათობით, დაველაპარაკები პუტინს. მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს წმინდა ადამიანური კუთხით. ის, რაც ხდება, საშინელებაა... მინდა, რომ ეს უაზრო ომი მორჩეს", - თქვა ტრამპმა.

ეს იქნება პირველი შეხვედრა ტრამპსა და ზელენსკის შორის, მაშ შემდეგ, რაც ის თეთრ სახლში დაბრუნდა.