მოსამართლე ყოლბაიამ პიანისტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „4 სტუდენტის და დეკანის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო.
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ საპროტესტო აქციების მონაწილე სტუდენტი და პიანისტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა.
ამავე საქმეზე კიდევ 3 სტუდენტი და დეკანი მამუკა ჯორბენაძე წინასასამართლო სხდომაზე გირაოთი გაათავისუფლეს.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი, მამუკა ჯორბენაძე და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს, 28 იანვარს კი მათ მოსამართლემ აღვკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, თუმცა მხოლოდ პროფესორსა და 3 სტუდენტს.
რაც შეეხება ანრი კაკაბაძეს, ის პატიმრობაში დატოვა, მოტივად კი ის დაასახელა, რომ კაკაბაძე აქამდე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი იყო გათავისუფლებული.
ფოტო: ბათუმელები