მილიარდების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშების გადამალვა დაიწყო
მილიარდების შემდეგ, ბიძინა ივანიშივლმა ხელოვნების ნიმუშების გადამალვა დაიწყო - ხელოვნების ნიმუშების იმპორტის რეკორდული მაჩვენებლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა გამოაქვეყნა, რომელიც წერს, რომ აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელდა.
ფინანსთა სამინისტროს იმპორტის ოფიციალური მონაცმებით კი ირკვევა, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში მხოლოდ, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სამ ნაწილად, 480 658 330 აშშ დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა (კოდი 97019900000 და 97012100000, სასაქონლო კოდი მოიცავს სურათებს, ნახატებსა და პასტელებს).
ოპოზიციის დათვლით, პრორუსმა ოლიგარქმა, საქართველოში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ნახატები შემოიტანა.
შემოტანილი ხელოვნების ნიმუშების წონა 6 ტონას აჭარბებს, ამაში შედის ნახატების შეფუთვა და დამცავი კონსტრუქციები.
"დაიწყო ივანიშვილის მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში - ეს ფინ. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული:
თითქმის 500 მლნ დოლარის ღირებულების ძვირადღირებული ნახატები.
მათ შორის, აშშ - დან, რაც ნიშნავს, რომ ტრამპთან "დალაგებულ" ივანიშვილს სინამდვილეში ვერაფერიც დაულაგებია, იქედანაც მოარბენინებს ნახატებს.
აი, თუ არ ეშინია ივანიშვილს სანქციების. ამიტომ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი!" - წერს ბექა ლილუაშვილი.
- შეხსენებისთვის, 2024 წელს "ქართული ოცნების" პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც აქტივები, რომლებიც არის ოფშორული კომპანიების საკუთრებაში, საქართველოში გადმოტანის გადასახადებისგან თავისუფალია.