მსახიობი გიორგი გრძელიძე პოლიციამ 5 000 ლარით დააჯარიმა
მსახიობი გიორგი გრძელიძე პოლიციამ ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. ანტირუსული აქციების აქტიურ მონაწილე ხელოვანს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
ოლიგარქის ქცევის კოდექსის გასაცნობად გრძელიძესთან პოლიცია სახლში დღეს დილით ადრიანად მივიდა. ერთი საჯარიმო ქვითრის ჩასაბარებლად ხელოვანთან ოთხი პატრულ-ინსპექტორი იმყოფებოდა. მსახიობმა აბსურდული მოტივით გამოწერილი ქვითრის ჩაბარებაზე უარი თქვა.
ცხრა საათი იყო დაახლოებით, კარებზე ზარი იყო და რომ გავიხედე, იდგა 4 პოლიციელი. ამდენი რომ მოვიდნენ, ვიფიქრე, რაღაც შემითხზეს და მაპატიმრებენ-თქო, ამიტომ ჩავრთე ლაივი. მე არ მეგონა, რომ ჯარიმის მოტანას სჭირდებოდა ოთხი პოლიციელი. კარი რომ გავაღე, დამახვედრეს საჩუქრად გამზადებული 5 000-ლარიანი ჯარიმა.
მედავებიან 11 თებერვალს გზის გადაკეტვას. იყო დრო, როცა ჩვენ გვირეკავდნენ, გვაგინებდნენ, ადამიანებს სადარბაზოებთან ხვდებოდნენ, სცემდნენ და ახლა რომ არ გაჭრა და არ იმუშავა ამან, გადავიდნენ სხვა მეთოდზე. გადასულები არიან ადამიანის ფინანსურ ტერორზე. მთავარი მიზანი აქვთ, როგორც ვხდები, სურთ ის ფონდები დააცარიელონ, რომელიც შეიქმნა ამ მიზნისთვის, რომ დაეხმარონ აქციებზე დაჯარიმებულ ადამიანებს, მაგრამ ვერ ხვდებიან და ვერ იაზრებენ ჩვენ ქვეყანაში სოლიდარობის რა მაგალითები არსებობს და როგორი სოლიდარული საზოგადოება ვართ.
სულ, რომ ფონდს არ მივმართო დახმარებით, თუ ამ ჯარიმის გადახდა მომიწია, იმდენმა მეგობარმა და ახლობელმა შემომთავაზა დახმარება ამ ჯარიმის გადახდაში, რომ არ მგონია ასეთმა ჯარიმებმა ეს პროტესტი გააჩეროს", - ამბობს გიორგი გრძელიძე.