მახინჯაურში მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

15.02.25 19:22
მახინჯაურში მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მახინჯაურში - 40 წლამდე ქალი მატყარებელმა გაიტანა. თვითმხილველები "პირველებს" უყვებიან, რომ ქალი ლიანდაგებზე სურათების გადასაღებად ჩავიდა, მემანქანემ კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო. 

ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.