ვინ არიან მოსამართლეები, რომლებსაც მომიტინგეების სამაგალითოდ დასჯა ჩააბარეს?
შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიება ყოფილი მოსამართლეებისთვის კლანური მართლმსაჯულების ლუსტრაციაა. უკვე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სინდისის პატიმრების განსასჯელად რეჟიმმა მოსამართლე პირდაპირ პარტიული სიიდან შეარჩია.
ლელა მარიდაშვილი, სანამ ნაწამები საბა სხივტარიძის და გიორგი ახობაძის გასასამართლებლად მანტიას მოიხურავდა, საგარეჯოს საკრებულოს ორი მოწვევის წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ეს ადასტურებს მის პოლიტიკურ სიმპათიებს და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენბს მის ობიექტურობას.
სინდისის პატიმრის დედა გაოგნებას ვერ მალავდა, როცა მისი შვილის სისხლის სამართლის საქმის მოსამართლეზე საგამოძიებო რეპორტაჟსს უყურა. ელენე ახობაძისთვის ლელა მარიდაშვილის დუმილზე ბევრად მძიმე მოსამართლის მამის, ბიჭიკო მარიდაშვილის ინტერვიუ აღმოჩნდა.
სინდისის პატიმრის დედა იხსნებეს, როგორ ურეაქციოდ უსმენდა მარიდაშვილი მისი შვილის წამების ისტორიას და უჩნდება განცდა, რომ გამოსაცდელი ვადით გამწესებული მარიდაშვილი "ოცნების" რეჟიმს ერთგულებას უმტკიცებს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.