ქვეყანა ბათუმში დაღუპულ ბავშვებს გლოვობს - ვის გულგრილობას და არაკომეპეტენტურობას ემსხვერპლა ორი მცირეწლოვანი
"ოცნების ქალაქში" დატრიალებულ ტრაგედიას ხუთი და შვიდი წლის ბიჭები ემსხვერპლნენ. ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. მოზარდები სოციალურად დაუცველთა დასახლებაში ჯართს ეძებდნენ, როცა წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. გარდაცვალების ადგილზე ერთადერთი ნივთი - ფეხსაცმელი იპოვეს და ასე გავიდნენ "ოცნების ქალაქში" უკანსკნელი ნაბიჯების კვალზე.
ბოლო ერთ თვეში საქართველოში სამი ბავშვი დაიღუპა. ორი ბათუმში, ერთი - თბილისში რიყის დოქებთან. ყველა შემთხვევაში, პრობლემა უსაფრთხოების წესების დაუცველობა და გულგრილობა იყო.
ახლა მთავარი კითხვაა, ვინ არის პასუხისმგებელი მოზარდების სიკვდილზე? ადგილი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, სახელმწიფო საკუთრებაა. ადგილობრივი სამსახურების ვალდებულება იყო, იქ ღობე და გამაფრთხილებელი ნიშანი დაემონტაჟებინათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.