მასშტაბური მსვლელობა, საპროტესტო შეძახილები და წერილები სინდისის პატიმრებს - როგორი იყო პროტესტის მე-80 დღე

16.02.25 21:16
მასშტაბური მსვლელობა, საპროტესტო შეძახილები და წერილები სინდისის პატიმრებს - როგორი იყო პროტესტის მე-80 დღე

მასშტაბური მსვლელობა თბილისის ქუჩებში, საპროტესტო შეძახილები და წერილები სინდისის პატიმრებს - ასეთი იყო დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის მე-80 დღე. ევროპის მოედნიდან დაწყებული მსვლელობა პარლამენტთან დასრულდა, სადაც სინდისის პატიმრების წერილები წაიკითხეს. ივანიშვილის პირადი ტყვეები დეტალურად აღწერენ, როგორ მიდიოდა დაკავების შემდეგ მათი ტერორი. რუსთაველის გამზირზე წაიკითხეს მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წერილიც.

ეპიცენტრში წერილები შეაგროვეს სინდისის პატიმრებისთვის. ეს წერილები პატიმრებს რამდენიმე დღეში გადაეგზავნებათ. რუსთაველის გამზირზე იყვნენ
ის ადამიანებიც, ვისი შვილები და ოჯახის წევრებიც რეჟიმმა ციხეში გამოკეტა. თანამებრძოლებიი პოლიტპატიმრებს წერილებში ეუბნებიან, რომ ბრძოლას
ქუჩიდან მათი სახელით მიზნის მიღწევამდე გააგრძელებენ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.