"ბავშვებისთვის საშიში ქვეყანა" - აქციის მონაწილეებს ქაშუეთის ეკლესიასთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ
ბათუმში დაღუპულ ბავშვებს თბილისშიც გლოვობენ. აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიასთან სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ის, რაც მოხდა, "უბედური შემთხვევა" არ არის და მსგავს ტრაგედიებს ქვეყანაში უკვე სისტემატიური ხასიათი აქვს.
პირველ რიგში, სრულიად საქართველოს ვუსამზიმრებ ამ კიდევ ერთ უდიდეს ტრაგედიას. სამწუხაროდ, უბედურ შემთხვევად შეირაცხა ეს, რაც მოხდა, თუმცა იბედური შემთხვეაა, როდესაც ეს ხდება ერთხელ. იმდენად მზარდია აღნიშNული სტატისტიკა, რომ პრაქტიკულად, არცერთი ჩვენთაგანი აღარ არის დაზღვეული, რომ ან თხრილში არ ჩავარდება, ან დენი არ დაარტყამს. ასეთ დროს, არავის გვაქვს იმედი, რომ ამაზე ვინმე პასუხისმგებლობას აიღებს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ სამართლებრივ, მშვიდ, დაცულ ქვეყანაში, რომლითაც ხშირად აპელირებენ, პირველ რიგში, ბავშვების და თითოეული მოქალაქის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, - ამბობს მოქალაქე.
რა ხდება რუსთაველზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.