საქართველოდან თურქეთში 910 წყლის კუ კონტრაბანდულად შეჰქონდათ

17.02.25 10:43
საქართველოდან თურქეთში 910 წყლის კუ კონტრაბანდულად შეჰქონდათ

თურქმა სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოდან გადასულ ავტომობილში დიდი რაოდენობით კუ აღმოაჩინეს. პოლიცია ამბობს, რომ 910 წყლის კუ საქართველოდან თურქეთში კონტრაბანდულად შეჰქონდათ. უკანონო ტვირთი მესაზღვრეებმა მანქანის სკანირების დროს იპოვეს. როგორც თურქული მედია წერს, ქვეწარმავლის ღირებულება 655 ათასი ლირაა, რაც დაახლოებით 51 ათასი ლარია.

მსგავსი სიახლეები