გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - ადგილობრივების თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, სავარაუდოდ, გზა აებნათ
"პირველებმა" გუშინ საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული პირებიდან ერთის ვინაობა დაადგინა - ეს კახა წაველიძეა. მამაკაცი მეგობართან ერთად სოფელ დირბში სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ორივეს გზა აებნა და რუსების ტყვეობაში აღმოჩნდნნენ.
"პირველები" ცოტა ხნის წინ იმ ოჯახის წევრებს ესაუბრა, რომლებთანაც გატაცებულები სტუმრად იმყოფებოდნენ.
აქ იყვნენ ჩემთან, პური ვჭამეთ და წავიდნენ. შეეშალათ გზა მერე. ჩვენც ვეძებდით ღამის 4 საათამდე. ეტყობა, გზა შეეშალათ ნასვამები რომ იყვნენ. ასულან, გადასულან პირდაპირ იქ. კილომეტრ ნახევარში არის აქ ოსების სოფლები, - ამბობს მასპინძელი.
გავრცელებული ინფორმაციით, დეფაქტო რეჟიმი გატაცებულებს ე.წ საზღვრის კვეთას ედავება. ისინი, სავარაუდოდ, ახლა ცხინვალის იზოლატორში არიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან.