სასამართლოების სერია ბათუმში-პროცესი 22 ადამიანს ჩაუნიშნეს

17.02.25 11:38
სასამართლოების სერია ბათუმში-პროცესი 22 ადამიანს ჩაუნიშნეს

საგანგებო რეჟიმში მუშაობს დღეს ბათუმის სასამართლო-პროცესი 22 ადამიანს ჩაუნიშნეს. ყველა საპროტესტო აქციების მონაწილეა. ევროპული მომავლის მცველებს პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დღეს მოსამართლემ ჩანიშნა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვაც, მაგრამ რატომღაც არც ჟურნალისტს შეატყობინეს ამის შესახებ და არც მის ადვოკატს.

დღეს არის მზია ამღლობელის პროცესი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, როცა დააკავეს ის, 11 იანვარს, იმის გამო, რომ შს სამინისტროს ღობეზე გააკრა სტიკერი, “იფიცება საქართველო“. ის სრულიად უკანონოდ დააკავა გრიგოლ ბესელიამ, რაც ჩანს კადრებში და ოქმი არის გაყალბებული, სადაც წერია, რომ ის დააკავეს 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს, პოლიციელის შეურაცხყოფას. კადრებში კი ჩანს, რომ არათუ შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელებს მზია, არამედ საერთოდ უსიტყვოდ მიჰყვება გრიგოლ ბესელიას“, - განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ ნათია ლეთოდიანი და ელენე ხოშტარია, რის გამოც მათი პროცესები გადაიდო.

როგორც ცნობილი გახდა, 4 სასამართლო პროცესი უკვე გადაიდო, დარჩენილი 18 საქმის განხილვას კი მოსამართლეები რამდენიმე წუთში დაიწყება.