ვინ არის ის ექსპერტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხმა ვერ ამოიცნო - რა თქვა მატუშევსკაიამ პროცესზე

17.02.25 14:20
ვინ არის ის  ექსპერტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხმა ვერ ამოიცნო  - რა თქვა მატუშევსკაიამ პროცესზე

გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ის ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც აუდიოჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის ხმა ვერ ამოიცნო და დაასკვნა, რომ ჩანაწერი "გაყალბებულია". სასამართლო სხდომიდან გამოსული ასმათ მატუშევსკაია დეტალებზე აღარ საუბრობს და ამბობს, რომ მხარეების ყველა შეკითხვას "ამომწურავად" უპასუხა. 

მატუშევსკაიამ სასამართლო პროცესზე განმარტა, რის საფუძველზე გამოაცხადა ჩანაწერი "დამონტაჟებულად".

“ყველა კითხვაზე, რომელიც მხარეების მიერ იყო დასმული, ამომწურავი პასუხი გავეცი, დანარჩენს გაიგებთ, ალბათ გასაჯაროვდება დასკვნა“, -თქვა მან. 

ჟურნალისტის კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია - ექსპერტი პასუხობს, რომ ამ საკითხზე არ საუბრობს, რადგან სასამართლოზე საკმარისად ისაუბრა.

“მე ვარ ექსპერტი, ვიმუშავე მაქსიმალურად, გავაკეთე ყველაფერი იმის დასადგენად, რაც დადგინდა“, -უთხრა „პირველებს“ მატუშევსკაიამ.

ადვოკატები სვამდნენ კითხვებს, ორივე მხარეს და ყველა მათგანზე პასუხი გაცემულია“, - დასძინა მან. 

მანამდე კი, მატუშევსკაიამ სასამართლო პროცესზე განმარტა, რის საფუძველზე გამოაცხადა ჩანაწერი დამონტაჟებულად.

ეს ჩანაწერი ზოგადად, ვიდეოფორმატის არის... მოვუსმინე თავიდან ბოლომდე არაერთგზის და რამდენიმე ინფორმაცია მივიღე პირველადი ანალიზის შედეგად, რომ გარკვეული ინტონაციური ცვლილებები იყო, ალოგიკურად გარკვეული იმპულსები, რაც ექსპერტის ყურით შეუსაბამოდ მომეჩვენა. კარგი იქნება თუკი იმ მოწყობილობის  წარმოდგენა იქნება შესაძლებელი , რომლითაც დამზადდა თავდაპირველად პირველი ჩანაწერი. თვითონ ფაილიც ატარებს ძალიან ბევრ ინფორმაციას, არამხოლოდ შინაარის. თუნდაც შეიძლება ის ინფორმაციაც კი მოგვცეს, რა ჩამწერი მოწყობილობით იქნა დამზადებული...

მეტყველების ნაწილს რაც შეეხება- აღინიშნება ზოგგან ერთი, ზოგგან კი რადმენიმე წყვეტა. ესეც ერთ-ერთი მიმანიშნებელია, რომ ჩანაწერი გადაწერილია და მასზე მანიპულაციებია გაკეთებული“, - ამბობს ექსპერტი.

მას გადაჭრით იმის თქმა არ შეუძლია, ნამდვილად იყო დამონტაჟებული და იყო თუ არა რაიმე სახის ჩარევა აუდიოჩანაწერში, რომელიც ბაჩიაშვილის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

ძირითადი მონაწილე არის 2 მამაკაცი, თუმცა ერთ მონაკვეთზე ისმის გაურკვეველი ხმა და იმ მონაკვეთებშიც, როდესაც ხმების გადაფარვაა , შეუძლებელია გარკვევა, ორი პირი საუბრობს თუ მეტი. ამიტომ, ესე ვერ დავაკონკრეტებდი. ძირითადად 2 პირი საუბრობს. ამ ჩანაწერში ისეთი უჩვეულო ნიშნები აღმოჩნდა, რომ რა სახის ჩამწერი მოწყობილობა იყო, ნადვილად ვერ გეტყვით“, - აღნიშნა მატუშევსკაიამ სასამართლო პროცესზე.

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული აუდიოჩანაწერი ექსპერტიზაზე გერმანიაშიცაა გაგზავნილი იმის დასადგენად, რომ ის ავთენტურია.