ელექტროსადენები, გათხრილი ორმოები და ღობეების გარეშე მიმდინარე მშენებლობები - ბათუმში გადაადგილება საშიშია
ბათუმში გადადგილება საშიშია. ამას მოწმობს კადრები, რომელიც ტვ პირველმა გადაიღო. ღია ჭები და ელექტროსადენები სკვერებში, ბადეების და ღობეების გარეშე მიმდინარე მშენებლობები და გათხრილი ორმოები - ეს მდგომარეობაა ზღვისპირა ქალაქში.
"პირველები" გოგოლის ქუჩაზე, ერთ-ერთ დასახლებულ ადგილას მივიდა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. ოცნების ქალაქის მსგავსად, უსაფრხოების წესები არც აქ არის დაცული და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი დგას სადმე. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილზე ყოველდღიურად ბევრი ადამიანი გადაადგილდება და მათ შორის, ბავშვებიც.
მსგავსი საფრთხის შემცველი ადგილები ზღვისპირა ქალაქში არაერთია. მაგალითად, ახალ ბულვარში "პირველებმა" ღია ჭები გადაიღო, სადაც მარტივად არის შესაძლებელი, ადამიანი ჩავარდეს.
ამ ფონზე მეორე დღეა არსად ჩანან მუნიციპალური ისნპექციიის ხელმძღვანელი პირები. ოცნების ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კონცელიძეც იმალება და მისი მოადგილეც.