ექნება თუ არა გიორგი გახარიაზე თავდასხმას სამართლებრივი რეაგირება - დარახველიძის პირველი კომენტარი
ექნება თუ არა გიორგი გახარიაზე თავდასხმას სამართლებრივი რეაგირება - შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოფარგლა, სადაც თქვა, რომ “ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს და შესაბამისი რეაგირება ექნებათ.“
“საზოგადოებმა ნახა ეს შემთხვევა, ჩვენ ვსწავლობთ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება გვექნება“, - უთხრა დარახველიძემ მედიას.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და წევრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.
„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ “გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ - ისმოდა იმ დროს, როცა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიასა და გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს კვერცხებს ესროდნენ.