22 პროცესი ერთ დღეში - მოქალაქეების პროცესები ბათუმის სასამართლოში ერთი მეორეს მიყოლებით ჩაინიშნა

17.02.25 20:30
22 პროცესი ერთ დღეში - მოქალაქეების პროცესები ბათუმის სასამართლოში ერთი მეორეს მიყოლებით ჩაინიშნა

22 პროცესი ერთ დღეში. ევროპული მომავლის მცველების პროცესები ბათუმის სასამართლოში ერთი მეორეს მიყოლებით ჩაინიშნა, თუმცა უმეტესობა გადაიდო, მათ შორის მზია ამაღლობელის საქმის განხილვაც. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოშიმშილე ჟურნალისტს ადმინისტრაციული საქმის სხდომის თარიღი დაუმალა. მზია ამაღლობელი 37 დღეა შიმშილობს, დღეს კი იმის შიშით, რომ ხალხი ნახავდა რა მდგომარეობაშია რეჟიმის ტყვე, ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით მისივე პროცესზე კლინიკა  "ვივამედიდან" არ ჩართეს.

მოსამართლემ დასაშვებად ცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყალბი ოქმი, სადაც წერია, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელი რიგითმა პოლიციელმა, გოჩა ონიანმა დააკავა, არადა კადრებში კარგად ჩანს, რომ სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელი პირადად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. 

იურისტებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ მოსამართლეს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე უნდა ემსჯელა, შსს-ს მოპოვებული მტკიცებულებები მხარეს ამ დრომდე არ გადასცემია. ადვოკატები ამბობენ, რომ მოშიმშილე ჟურნალისტის დაცვის უფლება კიდევ ერთხელ დაირღვა. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.