დროებით ოკუპირებულ ახალგორში ტყის ხანძარია - დავით ქაცარავა

დროებით ოკუპირებულ ახალგორში ტყის ხანძარია - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ქაცარავა წერს, გადამწვარია რამდენიმე ჰექტარი ტყე და თუ ხანძარი არ ჩაქრება, რამდენიმე საათში ოკუპირებულ სოფელს მიადგება.
ამ წუთებში აქტიური ხანძარი მიიწევს ოკუპირებული სოფელ მსხლები-ს მიმართულებით.
ხანძრის კერა ასევე ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს.
თუ ხანძარი ბუნებრივად არ ჩაქრება, რამდენიმე საათში ის მიადგება ოკუპირებულ სოფელს.
გადანწვარია მინიმუმ რამდენიმე ჰექტარი ტყე.
რას შვებიან ამ დროს ოკუპანტები?
არაფერს. ელოდებიან. არანაირი მოქმედება მათი მხრიდან არ ფიქსირდება.
კიდიათ რა", - წერს დავით ქაცარავა.