ბათუმი დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილ ბავშვებს დაემშვიდობა - მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელობა გამქრალია

17.02.25 20:23
ბათუმი დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილ ბავშვებს დაემშვიდობა - მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელობა გამქრალია

ბათუმი დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილ ბავშვებს დაემშვიდობა. უკვე მესამე დღეა, ქალაქი მოზარდებს გლოვობს. ამ დრომდე უცნობია, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელობა გამქრალია. არადა სწორედ ამ სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ქალაქში სასიკვდილო თხრილები და ჭები არ იყოს. 

მერიის სამსახურს ახლა სხვა ფუნქცია აქვს. ბათუმში არსებული სასიკვდილო ზონებისთვის მუნიციპალიტეტს არ სცალია. უწყების თანამშრომლები ქუჩა-ქუჩა დასდევენ პროევროპული აქციის მონაწილეებს და მათ სტიკერების გაკვრის გამო აჯარიმებენ. "ოცნების" ქალაქი კი არ არის ერთადერთი ტერიტორია, სადაც გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.