"ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველო შპს-დ აქციოს" - ნადიმ ხმალაძე

17.02.25 21:30
"ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველო შპს-დ აქციოს" - ნადიმ ხმალაძე

"ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველო შპს-დ აქციოს" - ამის შესახებ რუსთაველზე მყოფმა ნადიმ ხმალაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, პროტესტის 83-ე დღეს ქართველი ოლიგარქის დაბადების დღის თარიღი ემთხვევა, სწორედ ამიტომ, მისივე განმარტებით, ხალხი მას "შესაბამისად მიულოცავს".

ამ ხალხს აძლებინებს ის, რომ ეს ქვეყანა არის ამ ხალხის, ეს ქვეყანა არის ჩვენი და ამ ადამიანებმა იციან, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი სძულს, ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა სძულს და მას მხოლოდ ერთი რამ უნდა.

დღეს დამტკიცდა, შპს-დ უნდა, რომ აქციოს ეს ქვეყანა და ამის წინააღმდეგ იბრძვის ხალხი. ხვალ, 18 თებერვალია, 83-დღეა და 83 დღეს ქართველი ხალხი მიულოცავს და როგორ მიულოცავს ეს თვითონ ჩაიხედოს გულში და მან იფიქროს. ვაი ამისთანა დაბადების დღეს და ვაი ამისთანა მოლოცვას. მე არ მინდა, რომ ასეთ ქვეყანაში ვიცხოვრო.

წარმოგიდგენიათ, ბიძინა ივანიშვილი რომ საქართველოს ხელისუფლებაში დარჩეს, რას უზამს ახალგაზრდობას. მე მეშინია მომავალი თაობის, რომ მათ არანაირ გასაქანს არ მისცემს და ყველას მოგუდავს. თუ არ ხარ კლანთან შეკრული, არანაირი საქმის გაკეთების საშუალება არ ექნება ქართველ ხალხს, ამიტომ ხვალ შესაბამისად მივულოცავთ დაბადების დღეს", - ამბობს ნადიმ ხმალაძე

მსგავსი სიახლეები