"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილის ამერიკელ ადვოკატთან

18.02.25 13:26
"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილის ამერიკელ ადვოკატთან

ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილის ამერიკელ ადვოკატთან - რობერტ ამსტერდამი ამბობს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმის მსგავსი ანალოგი "ბუნებაში არ არსებობს". იურისტი, რომელიც მსოფლიოში არაერთ გახმაურებულ საქმეზე მუშაობდა, პირდაპირ აცხადებს, რომ საქმე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ შეკერილი, სასამართლოში კი პროცესები იმიტირებულია.

  • საუბარია საქმეზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს დიდი რაოდენობის კრიპტოს მითვისებას ედავება.

ის ფეოდალური მიწის მეპატრონესავით იქცევა, რომლის მამულსაც მთელი ქვეყანა წამოადგენს. ბრალდება სრულიად უკანონოა, ფაქტებით არ მტკიცდება - ამბობს ამსტერდამი ივანიშვილზე და ხაზგასმით აცხადებს, რომ ჩვენებებში არაფერია ისეთი, რაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი შეფის დანაშაულს დაამტკიცებდა.

უფლებადამცველი დახურული სასამართლო სხდომებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის გიორგი ბაჩიაშვილის თავისუფალი სასამართლოს უფლებას არღვევს.

ეს არის საქმე, რომლის ანალოგიც საქართველოს გარეთ ძალიან ცოტაა. ეს არის საქმე, როგორ გადაწყვიტა ბიძინა ივანშვილმა სასამართლო პირადი ინტერესებისთვის გამოეყენებინა, რათა საქართველოს მოქაალაქისთვის კონკრეტული რაოდენობის თანხა, სრულიად უსაფუძვლოდ წაერთმია. არც ერთი ქვეყნის კანონში არ არსებობს საფუძველი იმისა, რასაც ბატონი ივანიშვილი აკეთებს. ის ფეოდალური მიწის მეპატრონესავით იქცევა , რომლის მამულსაც მთელი ქვეყანაა წამოადგენს. ბრალდება სრულიად უკანონოა, ფაქტებით არ მტკიცდება. სასამართლოს პროცესი ისეა მოწყობილი , რომ გიორგი ბაჩიაშვილის აქტივების ქურდობის ლეგიტიმაცია მოახდინოს. ფაქტები იმდენად სასაცილოა, რომ ერთი დოკუმენტირებული მტკიცებულებაც არ არსებობს. საქმეში ლოგიკა საერთოდ არ დევს. ფაქტია, რომ ივანიშვილს არაფერი დაუკარგავს, არც ბანკს, მას სრულად დაუბრუნეს თანხა, ივანიშვილს არანაირი ინვესტიცია არ გაუკეთებია. ჩვენ მართლა ფანტასტიკის სამყაროში ვართ. 

ჩვენებებში არაფერია, რომელიც ბაჩიაშვილის დანაშაულს დაამტკიცებდა. ჩვენებები ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ბაჩიაშვილმა ფული ისესხა. ჩვენებბი ძალიან გროტესკულია, ამიტომაც ატარებენ დახურულ სხდომებს, რადგან დარწმუნებული ვარ ივანიშვილს შერცხვებოდა ეს ყველაფერი ღია სასამართლოში რომ მომხდარიყო. დახურული სასამართლო სხომებით, ის გიორგი ბაჩიაშვილის თავისუფალი სასამართლოს უფლებას არღვევს, რაც ხდება სამარცხვინოა", - ამბობს ადვოკატი.  

უფლებადამცველი ქართულ და რუსულ სასამართლოს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და "პირველებთან" ამბობს, რომ ასეთი სასამართლო მხოლოდ რუსეთში აქვს ნანახი. 

ცნობილი ადვოკატი ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ელოდება და ბრძოლას ევროსასამართლოში აანოსნებს.

მეტიც, ამსტერდამი ვარაუდობს, რომ ბაჩიაშვილის გვარიც შეიძლება იმ პოლიტპატიმრების სიას შეურთდეს, როლებიც ივანიშვილს და მის რეჟიმს ციხეში ჰყავს გამოკეტილი. 

თუ გახსოვთ, მე ხოდორკოვსკის წარმოვადგენდი რუსეთში. აქამდეც მინახავს ასეთი მიტაცებული სასამართლო . ხოდორკოვსკის საქმეში პუტინისთვის ფულის მოპარვის საქმე არ იყო, მას სახელმიფოს წინაშე თაღლოთობას აბრალებდნენ. ბაჩიაშვილის შემთვევაში ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ სათანადო საქმე შეეკერათ.

ასეთ საქმეს ევროპის არც ერთი სასამართლო არ მიიღებდა წარმოებაში. ფაქტებით დგინდება და მთავრობის ვერსიაც ასეთია, რომ ივანიშვილს ბატონო ბაჩიაშვილისთვის ფული არ უსესხებია, ყველაფერი თანამშრომლობა იყო. ბრალდება იმდენად სასაცილოა, რომ სკოლის მოსწავლეც კი უკეთეს ბრალდებას წარადგენდა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რა გამჭვირვალედ ახდენს ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცებას. ჩვენ დავიქირავეთ ლობისტების ჯგუფი ვაშინგტონში, რადგან ძალიან აშკარაა, რომ ივანიშვილი გააგრძელებს მისივე მოქალაქეების ცემას და დაკავებას დაუსრულებლად და ბაჩიაშვილი ამ გრძელი სიის ნაწილია, რომლებიც დიქტატურის გამო იტანჯებიან.

მე მოლოდინი მაქვს, რომ მას ციხეში გაუშვებენ და ბაჩიაშვილი პოლიტიკური პატიმრების სიაში იქნება", - აცხადებს ადვოკატი. 

  • გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.